09:57 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 15:37:51, 2970 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, თუმცა პასუხიხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება

თბილისის მერის, კახა კალაძის გნცხადებით, ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, თუმცა პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში აწარმოონ.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკის ნაწილია. ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია, დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ეს ხდებოდა წინა არჩევნების პირობებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics