|
2020-07-10 15:49:35, 3404 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ვინ იქნება სიის ათეულში თუ ოცეულში, ამაზე კონკრეტული საუბარი არ გვქონია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომერზე კონსულტაციები არ ყოფილა. მისი თქმით, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველ სიტყვას პარტიის ხელმძღვანელი იტყვის. „არ უთქვამს გიორგი გახარიას, რომ ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი იქნება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი. პირველი სიტყვა ამასთან დაკავშირებით, თუ ასეთი უნდა გადაწყდეს პოლიტიკურად „ქართულ ოცნებაში“, უნდა თქვას თავად ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის ხელმძღვანელმა. მე დაგიდასტურებთ ერთადერთ რამეს, პარტიაში არათუ პარტიის თავმჯდომარის პირველ ნომრად ჩაწერაზე, არამედ საერთოდ, პირველ ნომერზე კონსულტაციები საერთოდ არ ყოფილა. კონსულტაციები იყო მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარებზე და აქ გავდივართ ფინალში. სიის ფორმირებაზე, ვინ იქნება სიის ათეულში თუ ოცეულში, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული საუბარი არ გვქონია. შესაბამისად, ვინ იქნება პირველი ნომერი, ამაზე საუბარი არ გვქონია. გამორიცხვა ან დადასტურება არაფრის შეიძლება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)