|
2020-07-03 14:06:53, 3964 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელიც წარსულში ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა
„ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელიც წარსულში, სამწუხაროდ, ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალავაძემ განაცხადა. მისი თქმით, სხვა ხელისუფლებებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს. „ჩვენ ვნახეთ, რომ მთავარი პარტნიორი აშშ, ასევე ევროკავშირი მიესალმა საკანონმდებლობო ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება საარჩევნო კოდექსს, ისევე როგორც მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც ჩვენ მივიღეთ საარჩევნო სისტემის შეცვლის თვალსაზრისით და ქვეყანა პრაქტიკულად, გადავიდა არსებითად პროპორციულ სისტემაზე. ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელიც წარსულში, სამწუხაროდ, ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა. შემიძლია ჩამოგითვალოთ კონკრეტული მაგალითები, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში იყო სასურველი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, სხვა ხელისუფლებებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)