06:38 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 19:09:33, 3781 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი - ბოკერია კანდიდატად სადაც დადგება, ფორას მივცემ და დავანახებ, რომ შანსი არ აქვს

„ბოკერია კანდიდატად სადაც დადგება, ფორას მივცემ და დავანახებ, რომ შანსი არ აქვს“ , - ამის შესახებ საპარლამენტო  უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ  ელენე ხოშტარიას მეტი უპირატესობა აქვს, თუმცა მხოლოდ ბოკერიასთან და არა მმართველ გუნდთან.

„ელენე ხოშტარიას მეტი უპირატესობა აქვს, ბოკერია არ ვიცი. ჩემთვის წარმოუდგენელია ბოკერიას კანდიდატად დაყენება. ყოფილი სპორტსმენი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, დიდ ფორას მივცემდი ბოკერიას, რომ კანდიდატად სადაც დადგება 20-%-ზე მეტს ვერ აიღებს. პირდაპირ ვამბობ, თუ ბოკერია ვაკეში დააყენებს კანდიდატურას, აუცილებლად მექნება კონსულტაცია გუნდთან, რომ მეც დავდგე ვაკეში და იქ დავანახებ, რომ შანსი არ აქვს. შემიძლია ფორაც კი მივცე საკმაოდ დიდი. ხოშტარიას შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს ბოკერიასთან, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში არა“ ,  - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics