06:38 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 19:09:25, 4188 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - მოხარულები ვართ, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს - ეს იყო პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებების შედეგი

„მოხარულები ვართ, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს - ეს იყო პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებების შედეგი“ , - ამის შესახებ ვიდეო კონფერენციის დროს აშშ-ს სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დემოკრატია ძლიერი ეკონომიკისა და კეთილდღეობის გასაღები გახდება.

"ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას. გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატია არის გასაღები ძლიერი ეკონომიკისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის. ეს წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ველოდებით საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ მოხარულები ვართ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით. ეს იყო პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებების შედეგი. ასევე მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც პოლიტიზებული არ იქნება.

მოხარულები ვართ, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს. შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიისთვის არბიტრის როლს თამაშობს. ჩვენ დიდ ინვესტიციას ვდებთ საქართველოს მომავლისთვის. საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში შეერთებული შტატები სხვა პოლიტიკურ აქტორებთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ხანდახან დემოკრატიზაციის მშენებლობის პროცესში თავს იჩენს პოლარიზებული გარემო. ამ დროს აქტორების როლი კი დიდია“ ,  - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics