05:07 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 20:38:56, 2109 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი -  ვიწყებთ და შევდივართ წინასაარჩევნო ფაზაში და ლოგიკურია პარტიის შეხვედრა ამ საკითხს დაეთმოს

„ვიწყებთ და შევდივართ წინასაარჩევნო ფაზაში და ლოგიკურია პარტიის შეხვედრა ამ საკითხს დაეთმოს“ - ამის შესახებ  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გასამართ შეხვედრამდე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დამტკიცებული ცვლილებები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და  ის საკმაოდ ფართო ჩართულობით შეიმუშავეს.

 „განვიხილავთ  პარტიაში  პირველ რიგში საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს,  რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი. იცით, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება ეს ცვლილებები. საკმაოდ ფართო ჩართულობით იქნა შემუშავებული  ცვლილებები, შესაბამისად  ვიწყებთ და შევდივართ წინასაარჩევნო ფაზაში და ლოგიკურია, რომ პარტიაში შეხვედრა დაეთმობა იმ საკითხებს, რომლებიც წინასაარჩევნო თემებსა და პარტიას შეეხება.“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამ წუთებში მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან და შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.

.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics