03:46 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-28 10:35:41, 1535 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი - ბერა საამაყო მამის საამაყო შვილია და აი ამას პოლიტიკურად „მეძავი" ჟურნალისტები  ვერ იტანენ

„ბერა საამაყო მამის საამაყო შვილია და აი ამას პოლიტიკურად „მეძავი" ჟურნალისტები  ვერ იტანენ“ , -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაც-კლასტერს“ უნდა რცხვენოდეს და მშვიდად დაელოდონ პოლიტიკურ აღსასრულს.

„ნაც-კლასტერის და მათი რუპორების უსინდისობას საზღვარი არ აქვს!!! ადამიანის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება მათი ცხოვრების წესია. დღევანდელი ამბავი არაა ეს. მათი შექმნის დღიდან სიბოროტეს და ცილისწამებას აფრქვევენ კრიმინალი პოლიტიკოსები და მათი მავნებლები მავნებელი „სამეტყველო აპარატები".

ბერა ივანიშვილი დღეს მტერია მათი, „მტრობა" წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურა, და კიდევ იმით, რომ ნაც-ხროვის დამარცხებაში მამას და მთელ ქართველ ხალხს გვერდით ედგა 2012 წელს! ბერა საამაყო შვილია საამაყო მამის და აი ამას ვერ იტანენ ეშმაკისეული პოლიტიკანები და პოლიტიკურად „მეძავი" ჟურნალისტები!

გრცხვენოდეთ და მშვიდად დაელოდეთ თქვენს პოლიტიკურ აღსასრული! არც ისე შორსაა 31 ოქტომბერი!!!“, - ვკითხულობთ დავით მათიკაშვილის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics