|
2020-06-27 21:39:15, 1660 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება. პროექტის შედეგად ქართველი სამხედროების მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდება და საგრძნობლად გაუმჯობესდება მათი კვების ხარისხი. ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მონაწილეებს დღეს მცხეთაში, პირველი ქვეითი ბრიგადის სასადილოში უმასპინძლა. სტუმრებმა სასადილოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ქართული ჯარის კვების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროექტი, რომელიც თავდაცვის ძალების მზარეულების გადამზადებასა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად, 1 ივლისს წეროვანში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში ოფიციალურად დაიწყება. სპეციალურად მოწყობილ საველე სამზარეულოში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი მზარეულები ჩაუტარებენ. ლევან კობიაშვილი, ლუკა ნაჭყებია, მანუელ ფაუნდეს ბარანდა და შეფმზარეული მაია კაციაშვილი ქართულ ჯარში მომუშავე შეფმზარეულებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს 44 დღის განმავლობაში ჩაუტარებენ. პროექტის მონაწილეები ქართული ჯარის კვების რაციონის გამრავალფეროვნებაზეც იმუშავებენ და მენიუს ახალ კერძებს შემატებენ. პირველ ეტაპზე მომზადებას 30 მზარეული გაივლის, რის შემდეგაც მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პროექტში მონაწილე მზარეულები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში განახორციელებენ, პროცესის მონიტორინგს კი, საქართველოს კულინართა ფედერაციიდან 4 დარგის სპეციალისტი ჩაატარებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)