|
2020-06-26 10:31:43, 1622 ნახვა
პოლიტიკა
დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ
პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიცია სხდომაზე დასწრებას გეგმავს. ოპოზიციის წევრებს გიორგი გახარიასთან გარკვეული კითხვები აქვთ. „გახარიასთან გვაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა იმიტომ, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი. უამრავი ადaმაიანი მოგვმართავს, რომლებმაც ვერ მიიღეს სახემწიფოს ის ძალიან მწირი დახმარებაც კი. ჩვენ დღემდე ვერ გავიგეთ რა არის სამოქმედო გეგმა ქვეყნის გახსნასთან დაკავშირებით და რა პროგნოზი არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი სფეროსთვის, როგორიცაა ტურიზმი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გახარია პარლამენტის წინაშე მესამედ წარსდგება. პირველად ის საკანონმდებლო ორგანოში 27 მაისს წარდგა და პარლამენტს კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა, მეორედ კი 29 მაისს - ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)