00:42 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 19:18:11, 1559 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი -  გიორგი რურუას განცხადება სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია იყო, თუმცა ეს საკითხი ჩვენთვის  პრინციპულია

გიორგი რურუას განცხადება სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია იყო, თუმცა ეს საკითხი ჩვენთვის  პრინციპულია , - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ს  პარტია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ  რურუას  სურდა არ გამხდარიყო დაბრკოლება იმ მნიშვნელოვანი ცვლილების, რომელიც ეხება კონსტიტუციას.

"ეს არის სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია იმ თვალსაზრისით, რომ მას არ სურს, რომ მისი პიროვნული საკითხი რამენაირად გახდეს დაბრკოლებად იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომელიც ეხება კონსტიტუციას. მაგრამ, ჩვენთვის ეს პოზიცია არაფერს არ ცვლის, რადგან ჩვენთვის ეს საკითხი პრინციპულია, ეს არ შეეხება მხოლოდ კონკრეტულად გიორგი რურუას, ეს შეეხება იმ სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოს, რომლითაც ჩვენ მივდივართ შემდეგ არჩევნებზე და შეთანხმებას, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულება არ უნდა განხორციელდეს“ , - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუამ სოციალურ  ქსელში განაცხადა, რომ  მესამე მოსმენით კანონპროექტს მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics