|
2020-06-24 12:32:49, 1641 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - მივმართავ ოპოზიციას, გააცნობიერონ პასუხისმგებლობა და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს
მივმართავ ოპოზიციას, გააცნობიერონ პასუხისმგებლობა და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გუშინ, გამოჩნდა, რომ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მმართველი გუნდი და ამასთანავე, ოპოზიციის ნაწილი. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კენჭისყრაზე უარი, ნიშნავს, რომ ისინი მომავალში ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას და საზოგადოებას ექნება უნდობლობა, მათ მიმართ. „გუშინდელმა კენჭისყრამ დაგვანახა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდი, როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციაშიც ჰყავს პასუხისმგებლიანი ადამიანები. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ აჩვენეს, თუ რას ნიშნავს პასუხისმგებლობა ოპოზიციაში, ამიტომ, კითხვები ბევრი ჩნდება და თუ ეს ორი პოლიტიკური პარტია იმაზე არ არის მზად, რომ ოპოზიციიდან აღებული თავისი ვალდებულებები შეასრულოს, რაც მინიმალურში გამოიხატება, რომ სხდომებში მიიღონ მონაწილეობა და მხარდაჭერა გამოაცხადონ იმაზე, რაც მათ უნდათ, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ეს ორი პარტია მომავალში ვერაფერზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას და საზოგადოებას ტოტალური უნდობლობა ექნება მომავალში იმ პარტიების მიმართ. კიდევ ერთხელ მივმართავ, გააცნობიერონ პასუხისმგელობა, რაც აქვთ აღებული, მიიღონ მონაწეილეობა სხდომებში და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)