04:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-28 10:43:25, 582 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა,  შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა  გორის რაიონში დევნილი ოჯახები მოინახულეს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ დევნილ ოჯახებს პროექტის „სოფლად სახლი“ ფარგლებში სამინისტრომ კერძო სახლები შეუძინა საკარმიდამო ნაკვეთებით.

სამაჩაბლოდან დევნილ ციციაშვილების 7 სულიან ოჯახს სახლი გორის რაიონის სოფელ ქვეშში გადაეცა, ლაფაჩების 4 სულიან იჯახს სოფელ ფლავში, ხოლო ქარელების ოჯახმა სახლი სოფელ მარანში მიიღო.

შიდა ქართლის რეგიონში პროექტის „სოფლად სახლი“ ფარგლებში სახლის შეძენაზე თანხმობა ეთქვა  59, ხოლო  აქედან 19 სახლი უკვე შესყიდულია.  სამინისტრომ, პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 660-ზე მეტი კერძო სახლი შეისყიდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics