20:17 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 17:40:03, 1240 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო.

ამ დროისთვის სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ესწრებიან.

ამასთან, როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი  მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ისინი აცხადებენ, ვიდრე მმართველი გუნდი გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს, განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ მიღწეული 8 მარტის შეთანხმების თანახმად, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, პროპორციით 120/30-ზე უნდა ჩატარდეს. ამასთან, დაწესებულია 1%-იანი ბარიერი და ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics