20:17 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 12:49:36, 1389 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძის განცხადებით, თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციამ, შესაძლოა, არაპოლიტიკური ფიგურები წარადგინოს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციამ, შესაძლოა, არაპოლიტიკური ფიგურები წარადგინოს.

მისი თქმით, დღეს კიდევ ორ ოლქზე საკუთარ კანდიდატებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარადგენს.

„რატომ 4 კანდიდატი და არა 6? რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი იყო, რომ ექვსივე ადგილი გადაგვენაწილებინა მონაწილე პარტიებს შორის და შეგვევსო, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, ამომრჩეველს ჰქონდეს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი თბილიში, რომ გამოჩნდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ არის მხოლოდ პარტიული ნიშნით შერჩეული კანდიდატები, ეს არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ერთიანობა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. ამიტომ ორი ადგილი დარჩა ღია ამ ეტაპზე შეგნებულად, სპეციალური განზრახვით და ეს საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ კონსულტაციები როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მათი ჩართვის მიზნით, ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივად ცნობად სახეებთან, არაპოლიტიკურ ფიგურებთან, იმისთვის, რომ შეიქმნას საზოაგდოებრივი და პოლიტიკური ერთიანობის განცდა და ამომრჩეველს ჰქონდეს მრავალფეროვანი სურათი და არამხოლოდ პოლიტიკური სურათი თბილისის არჩევნებში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დედაქალაქში მაჟორიტარების საკითხს განიხილავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics