|
2020-06-17 12:34:41, 1375 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ შეიქმნას დიდი კოალიციური ფრონტი
„ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ შეიქმნას დიდი კოალიციური ფრონტი, რომელიც თბილისში აჩვენებს თუ როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება წარმატებით დამთავრდება. „ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ შეიქმნას დიდი კოალიციური ფრონტი, რომელიც თბილისში აჩვენებს თუ როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ველოდებით, რომ ეს შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის დამთავრება წარმატებით და იქნება დაყენებული ისეთი კანდიდატები და ისეთი პარტიების მიერ, რომლებიც გარანტირებულად მოგვცემს თბილისში გამარჯვებას პირველივე ტურში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, 20 ივნისს ოპოზიციის მხრიდან ცნობილი გახდება, ვინ იქნებიან თბილისში მაჟორიტარი კანდიდატები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)