|
2020-06-15 17:59:46, 1227 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმალური
ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმიზირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეპიდემიის პირობებში არჩევნები საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა. „ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველოში წელს საარჩევნო წელია, რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩენო პროცესი აგიტაციიდან დაწყებული შეჯიბრებითობით პარტიებს შორის და ადამიანებთან შეხვედრებით, ამასაც თავისი მობილობა მოყვება. არჩევნებიც თვითონ ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები უბანში უნდა მივიდნენ და თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ. ჩვენ ამ მიმართულებითაც ახლა ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ აქ არანაირი საფრთხე ეპიდემიოლოგიური არ იყოს ან არჩევნების გამო ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)