|
2020-06-15 11:20:52, 1266 ნახვა
პოლიტიკა
თოლორაია - სამწუხაროდ, რამდენიმე სკოლაში პოლიციისთვის მონაცემების გადაცემა არაკანონიერი საფუძვლით განხორციელდა
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ რამდნეიმე საჯარო და კერძო სკოლაში არსებული სიტუაცია შეისწავლეს. მისი თქმით, მონაცემები. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ამ მონაცემების გადაცემა არაკანონიერი საფუძვლით განხორციელდა, მაგალითად პოლიციის დაწესებულებებისთვის. თოლორაია აღნიშნავს, რომ ზოგი სკოლის შემთხვევაში, მკაცრად არ არის რეგულირებული ვიდეოთვალთვალის წესები და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ხორციელდებოდა. „ჩვენი ინიციატივით შევისწავლეთ რამდენიმე საჯარო და ასევე, კერძო სკოლა. აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვების მონაცემები იმაზე მეტი მოცულობით გროვდება, ვიდრე ეს კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით არის გათვალისწინებული. ასევე, ზოგ შემთხვევაში, მკაცრად არ არის რეგულირებული ვიდეოთვალთვალის წესები და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ხორციელდებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიდეო და სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული არასრულწლოვნების გამოსახულების ჩანაწერის შენახვის წესების დაცვა, ვის გადაეცემა ეს მონაცემები. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ამ მონაცემების გადაცემა არაკანონიერი საფუძვლით განხორციელდა, მაგალითად პოლიციის დაწესებულებებისთვის“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)