17:24 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 17:34:26, 2175 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - 12 000-ზე მეტი ადამიანის სამშობლოში დაბრუნება არ არის მარტივი საქმე, განსაკუთრებით მაშინ როცა მიმდინარე კრიზისში ხარ, თუმცა ეს იყო ჩვენი ვალდებულება

როცა საყვედურია სათქმელი საყვედურის თქმაც შეგვიძლია და, როცა მადლობაა სათქმელი მადლობაც შეგვიძლია.  როცა ავიაკომპანიას საყვედური ეკუთვნოდა საყვედური ვუთხარით,  ამ შემთხვევაში ეკუთვნის მადლობა და, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რომ მართლა ეფექტური თანამშრომლობა გამოგვივიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 12 000 - ზე მეტი ადამიანის შეღავათიანი პირობებით, ორგანიზებულად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნება არ არის მარტივი საქმე თუმცა, ეს იყო მთავრობის ვალდებულება.

„12 000 - ზე მეტი ადამიანის შეღავათიანი პირობებით, ორგანიზებულად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნება არ არის მარტივი საქმე, განსაკუთრებით მაშინ როცა მიმდინარე კრიზისში ხარ, მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლის ეტაპზე ხარ. საკმაოდ რთული იყო ეს ყველაფერი, თუმცა ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რასაც ვაკეთებდით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალგაზრდები, რომლებიც ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ. ფაქტობრივად იყო დაგეგმილი ერთობლივი სპეციალური ღონისძიება ამერიკის მთავრობასთან ერთად, ჩვენს მეზობლებსაც მივეხმარეთ. ახლა ერთი სული გვაქვს და დარწმუნებული ვართ,  ამ ახალგაზრდებსაც რომლებიც იქ განათლებას იღებდნენ ერთი სული აქვთ როდის დამთავრება ეს ყველაფერი და ასევე, დაგაბრუნებთ უკან, იმიტომ, რომ უნდა მიიღოთ კარგი განათლება და დაბრუნდეთ ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics