|
2020-06-11 17:29:56, 2486 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის ელჩი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში სააკაშვილის განცხადების გამო დაიბარეს, საგარეო უწყებაში მივიდა
საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო დაიბარეს, უწყებაში მივიდა. შენობაში შესვლამდე დოლგოვს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უწყებაში საქართველოში უკრაინის ელჩი დაიბარა. როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, სააკაშვილის განცხადება მისი მხრიდან არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკასა და საარჩევნო პროცესში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)