|
2020-06-10 21:06:11, 1960 ნახვა
პოლიტიკა
ბენაშვილი - მოსახლეობას მივცეთ საშუალება შესაბამისი წესების დაცვით, ჩაატარონ ქორწილები და ქელეხები
რატომ არ შეიძლება კიდევ ერთხელ გადავხედოთ შეზღუდვებს და მოსახლეობას მივცეთ საშუალება შესაბამისი წესების დაცვით, ჩაატარონ ქორწილები და ქელეხები", - აღნიშნული კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ბენაშვილმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის ინიციატორებს მიმართა. „მთავრობის დადგენილებით, ათ კაცზე მეტი პირის შეკრება ღია სივრცეში აკრძალულია კულტურული სპორტული და ტრადიციული ღონისძიებებისთვის. ამ აკრძალვაში ექცევა ქორწილები და ქელეხები. მაშინ, როდესაც რესტორნებსა და კაფეებში ყველა სახის მომსახურება უკვე აღვადგინეთ მომხმარებლებს შორის სოციალური დისტანციის დაცვით, რატომ არ შეიძლება კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამას და მოსახლეობას მივცეთ საშუალება შესაბამისი წესების დაცვით, ჩაატარონ ქორწილები და ქელეხები", - განაცხადა გია ბენაშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)