15:41 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 12:32:03, 2199 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ერთია, როგორ იგებს ოპოზიცია კონკრეტულ მესიჯებს და მეორეა, რა ხდება სინამდვილეში

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არსებობს პოლიტიკური ნება და სურვილი იმისა, რომ ოქტომბერში უპრეცედენტოდ გამჭირვალე არჩევნები გვქონდეს.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის ოპონენტები, რომლებიც რადიკალურ ვერსიებს მიყვებიან, სპეკულაციებით ისევ დაკავდებიან.

„ერთია - როგორ იგებს ოპოზიცია კონკრეტულ მესიჯებს და მეორეა, რა ხდება ხოლმე სინამდვილეში. რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური ნებაც, გადაწყვეტის გზებიც, გადაწყვეტის გეგმებიც და სურვილი იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს ოქტომბერში ჩატარებული უპრეცედენტოდ გამჭირვალე არჩევნები, სადაც კითხვის ნიშნები იქნება ნაკლები. რა თქმა უნდა, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც რადიკალურ ვერსიებს მიყვებიან ხოლმე, დასვამენ კითხვებს. ჩვენი ოპონენტები დაკავდებიან სპეკულაციებით და მოლოდინი ჩვენ სხვაგვარი არ გვაქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics