02:46 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 13:16:56, 655 ნახვა

საზოგადოება
წელს 28053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

წელს 28053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართა. სრული და ნაწილობრივი გრანტის მოპოვება 6555-მა აბიტურიენტმა შეძლო, ხოლო უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე 3742 აპლიკანტი ისწავლის. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე გამოქვეყნდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას  39 ათასამდე აბიტურიენტი იღებდა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს სულ 26377 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ულოცავს ყველა აბიტურიენტს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს გამოცდები და მოიპოვეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების უფლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics