14:07 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 12:34:42, 2748 ნახვა

პოლიტიკა
ტიკარაძე - პარლამენტში მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ

პარლამენტში მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფაქტით, რომ პარლამენტში არ გამოცხადდა, მას რეგლამენტი არ დაურღვევია.

„პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ.

მე არა როგორც მხოლოდ მინისტრი, არამედ, როგორც ზოგადად, მოქალაქე, ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე როგორც კანონმორჩილი და აქედან გამომდინარე, მე გავიარე კონსულტაცია იურისტებთან, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics