|
2020-06-04 11:24:14, 3142 ნახვა
ეკონომიკა
თბილისსა და ბათუმში, „თიბისის“ მხარდაჭერით, კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა
თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას" სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი „თიბისის“ მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრების მოწყობა ჯამში 3 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც „თიბისის“ თანამონაწილეობა 1.5 მილიონი ლარია. 2020 წლამდე „ნოვა" ძირითადად B2B ბიზნესით იყო დაკავებული. 1 წლის წინ კი კომპანიამ თბილისსა და ბათუმში კომფორტული და კონკურენტუნარიანი მეგაცენტრების შექმნა გადაწყვიტა. ახალ ეტაპზე გადასასვლელად განახლდა კომპანიის ბრენდის ვიზუალური სტილი და სტრატეგია, საბოლოოდ კი, EBRD-ის ევროპელი კონსულტანტების ჩართულობით, სრულიად ახალი კონცეფციის 2 მეგაცენტრი შეიქმნა. „ნოვას" მეგაცენტრებში თბილისსა (8000 კვ.მ) და ბათუმში (8000 კვ.მ) 35 000-ზე მეტი დასახელების, როგორც საკუთარი წარმოების, ასევე იმპორტირებული სამშენებლო-სარემონტო პროდუქციაა განთავსებული. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, კომპანია „ნოვამ" ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა და ახალ მეგაცენტრებში დამატებით 120 ადამიანი დაასაქმა. ჯამში კომპანიაში 420 ადამიანი მუშაობს. კომპანია „ნოვა" სამშენებლო მასალების ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. 2011 წლიდან საკუთარი საწარმოო ხაზები გახსნა და ამ დროისთვის თბილისსა და ბათუმში 200-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს, რომელთა რეალიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ხდება. გარდა საწარმოო ხაზისა, „ნოვა" აქტიურად ახორციელებს იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს სამშენებლო სფეროში საერთაშორისო დონის ბრენდებს.
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)