12:29 - 26 Jul, 2026
|
2020-06-01 14:32:56, 1405 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ევროპული საქართველო“ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები „ევროპული საქართველოს“ ინტერესებში შედის. „მიგვაჩნია, რომ 8 მარტის შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ბოლომდე უნდა შესრულდეს, რომ შემდეგ 120/30-ის მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყოს შესაძლებელი, ამიტომ გიორგი რურუას გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი წინაპირობა. შესაბამისად, ჩვენს ინტერესში არის, ეს ცვლილებები შევიდეს ძალაში, თუმცა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე, ჩვენი მხრიდან, ეს არ მოხდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)