12:29 - 26 Jul, 2026
|
2020-06-01 11:32:16, 1323 ნახვა
პოლიტიკა
კილაძე - ოპოზიციის მეორე ნაწილმა დაამტკიცა, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებებში მონაწილეობას არ მიიღებენ - ხავსს ებღაუჭებიან
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, სოფო კილაძეს განცხადებით, ოპოზიცია ხავს ებღაუჭება თითქოს რურუა პოლიტპატიმარია. მისი თქმით, ოპოზიციის მეორე ნაწილმა დაამტკიცა, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. „ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციის მეორე ნაწილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებებში. მათ შორის, ისეთ ცვლილებებში, რომელზედაც თვითონ ძალიან დიდი სჯა-ბაასი ჰქონდათ გამართული. რომელსაც თვითონ დაეთანხმენ და ახლა ჩანს, რომ რაღაც ხავსის ჩაბღაუჭების მომენტი აქვთ თითქოს რურუა არის პოლიტპატიმარი და ამიტომ არ უჭერენ მხარს ამ ცვლილებებს. მგონია, რომ ამ შემთხვევაში ხავსს ებღაუჭებიან“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)