01:23 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 16:57:03, 527 ნახვა

საზოგადოება
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო კამპანია გრძელდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას აგრძელებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დღეს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მათივე ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი თემა იყო ადამინის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები და სტანდარტები. შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის, იურიდიული, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერის განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
საინფორმაციო კამპანიის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა (2014 – 2020) და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014 – 2015) პოპულარიზაცია და ის საქართველო - ევროკავშირის ვიზა - ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისიის რეკომენდაციის შესაბამისად ხორციელდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ ანალოგიური კამპანია 12 – 15 აგვისტოს რაჭა - ლეჩხუმსა და ზემო სვანეთში ჩაატარა. სამეგრელოს შემდეგ კი მომდევნო რეგიონი, სადაც ანალოგიური შეხვედრა გაიმართება აჭარაა. წლის ბოლომდე მსგავსი შეხვედრები ყველა რეგიონში ჩატარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics