12:29 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 16:09:46, 1389 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი პრემიერს - ხვალ ჩვენ რომ მოგიწვიოთ არ მოხვალთ და „ნაციონალური მოძრაობა“ რომ გიწვევთ მაშინ მოდიხართ - კარგია, ასე გააგრძელეთ

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ გიწვევთ მაშინ მოდიხართ, ხვალ ჩვენ რომ მოგიწვიოთ არ მოხვალთ, კარგია, ასე გააგრძელეთ“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პარლამენტში პრემიერის მისვლა საჭირო არ იყო.

„მინდა ყველას მოვუწოდო მეტი სერიოზულობისკენ. კარგია, რომ იუმორის ხასიათზე ხართ. იუმორიც საჭიროა ზოგჯერ, მაგრამ არა ამ ვითარებაში. საერთოდ მე მოგიწოდებთ უმრავლესობის და ხელისუფლების წარმომადგენლებს მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთმანეთისადმი. ბოლო დროს ტერმინოლოგია, რომლითაც მოიხსენიებთ ოპოზიციას, შეცვალოთ. ხან ცირკად მოიხსენიებთ საპარლამენტო დებატებს, ხან პოლიტიკურ მასკარადად, პოლიტიკური კლასის დაყოფა გადაწყვიტეთ გოიმებად და არაგოიმებად. მგონია, რომ ყველაზე დიდი გოიმობა ასეთი აზროვნება და საერთოდ, ასეთი მიდგომა არის.

დღეს გრძელდება პოლიტიკური სპექტაკლი. მე ვფიქრობ, საერთოდ არ იყო დღეს პრემიერის მოსვლა პარლამენტში საჭირო. ამომწურავად ისაუბრა. პარლამენტს შეეძლოს ეს საკითხები გაგვეთვალისწინებინა ამ თემატური სხდომის შეკითხვებით და დამთავრებულიყო. ხვალ ჩვენ მოგვიწვევთ და კიდე უნდა მოვიდეთ ხვალაც? ჩვენ რომ მოგიწვიოთ არ მოხვალთ. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ გიწვევთ მაშინ უნდა მოხვიდეთ. კარგია ასე გააგრძელეთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics