10:48 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 12:23:34, 1519 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - სამშენებლო ბიზნესის მიმართულებით წარმოდგენილი გეგმები პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დღის წესრიგს

სამშენებლო ბიზნესის მიმართულებით წარმოდგენილი გეგმები პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დღის წესრიგს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობის სისტემა, სადაც პოლიტიკური მმართველი სისტემა და ბიზნეს ელიტა ერთმანეთზე საკუთარი ინტერესებითაა გადაბმული.

„სახელმწიფო ეხმარება იმ ბიზნესებს, რომლებიც შემდგომ აფინანსებენ მის პოლიტიკურ საქმიანობას. ახლაც ვნახეთ, რომ წარმოდგენილი გეგმები, მათ შორის სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებით პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს არის სწორედ ოლიგარქიული მმართველობის სისტემა, რომელიც ქვეყანაში არის დაფუძნებული, სადაც პოლიტიკური მმართველი ელიტა და ბიზნეს ელიტა ერთმანეთზე საკუთარი ინტერესებითაა გადაბმული. ამ ინტერესებით ზარალდება მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე, რომლის ხარჯზეც ხდება მსგავსი გარიგებები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics