|
2020-05-28 19:34:25, 1443 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს უმაღლესი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც პანდემიის შემდგომი გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს განიხილავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს უმაღლსი დონის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც Covid 19 -ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს ეძღვნება. ღონისძიებაზე 60-მდე სახელმწიფოს მეთაური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებლები COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და ამ პროცესში საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობაზე მსჯელობენ. კონფერენციაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. კონფერენციის მონაწილეებს უკვე მიმართეს: გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, კანადის პრემიერ -მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)