01:22 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 14:36:46, 554 ნახვა

საზოგადოება
სემეკმა "თელასს" დენის შესყიდვის სავარაუდო ფასად 11,173 თეთრი განუსაზღვრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სს „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის - საოპერაციო დანახარჯებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტის შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

 სემეკმა   "თელასს" 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, დენის შესყიდვის  სავარაუდო ფასად  11,173 თეთრი კვტ.სთ-ზე განუსაზღვრა.

დღეის მდგომარეობით კი,  საშუალო  ფასი არის 5,480 თეთრი კვტ-სტ-ზე. 
სემეკის მიერ  "თელასის“ ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადად 2015 წლის 18 დეკემბერია დასახელებული.

თუმცა, სემეკ-ის წევრი გოჩა შონია მიიჩნევს, რომ  "თელასის" სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება  18 დეკემბრამდე  იქნება მიღებული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics