|
2020-05-27 20:58:53, 1515 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციას - იმის ნაცვლად რომ დროშა ატრიალოთ, გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ
ბიუროკრატიულ ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ, ეს დროშა რომ გიჭირავთ და აქნევთ, IMF-ის მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, არის მეორე ადგილზე , - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წევრებს და უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის შეკითხვას ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით. ამასთან, პრემიერმა ოპოზიციის წარმომადგენლებს „წიგნის წაკითხვისკენ მოუწოდა“. „25 მილიონით ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები გაიზარდა იმის გამო, რომ სასწრაფო დახმარების მთლიანი სტრუქტურა მერიიდან გადავიდა ჯანდაცვის სამინისტროში. რეალურად, ბიუროკრატიულ ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ, ეს დროშა რომ გიჭირავთ და აქნევთ, IMF-ის მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, საქართველო არის მეორე ადგილზე. პირველ ადგილზე არის სინგაპური, მეორეზე - საქართველო. გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ, იმის ნაცვლად რომ დროშა ატრიალოთ“, - მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)