16:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 17:58:18, 1231 ნახვა

კომენტარი
პრემიერი სამადაშვილს - მრჩება შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ

მრჩება შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის: თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის შეკითხვას.

როგორც მან აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორები პირველ რიგში საქართველოს მეგობრები არიან და არა „ნაციონალური მოძრაობის“.

„ქალბატონო სალომე, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ, ამ ბოლო დროს, მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი ექსკლუზიური უფლება თქვენ არა გაქვთ. ჩვენ და პირადად მეც, უფრო მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან. იმ ყველაფერთან ერთად, გვარებს რომ ჩამოთვლით ხოლმე, თუ ობიექტურად შევაფასებთ ყველაფერს დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ეს ადამიანები პირველ რიგში, საქართველოს მეგობრები არიან და არა „ნაციონალური მოძრაობის“. შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები იქნებიან ისინი, რომლებიც აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და მომავალშიც ობიექტურად შეაფასებენ კონკრეტულად 8 მარტის შეთანხმებასაც. სულ მალე მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დრო და იქაც ვნახავთ და აშკარად გამოჩნდება, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics