16:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 12:54:01, 1284 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამის თქმის საშუელებას იძლევა ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ათეულებს არ აცდენილა.

„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ათეულებს არ აცდენია. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმ ეტაპზე სამუშაოდ როდესაც ვსაუბრობთ ეპიდემიიდან, პანდემიიდან გამოსვლის ეტაპზე, მივიღეთ დღეს და ამის შემდეგი არგუმენტები არსებობდა. ჩვენ დღეს ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ქეისები ძირითადად ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან, ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, ცნობილი კლასტერები. შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებარება კონტროლს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics