01:21 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-23 14:44:13, 750 ნახვა

საზოგადოება
სტიქიით დაზარალებული 5 ჰა-მდე ვენახის მფლობელები, 1 ჰა-ზე 65 ლარის სპილენძის შემცველ პრეპარატებს მიიღებენ

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი  ღარიბაშვილის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ვენახების/მრავალწლოვანი კულტურების შეძლებისდაგვარად აღდგენა/რეაბილიტაციისა და სრულმსხმოიარე ვენახების/მრავალწლოვანი ნარგავების პროფილაქტიკის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტიქიის ზონების მოსახლეობას სპილენძის შემცველ პრეპარატებს  გამოუყოფს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან მოსახლეობას, ვისაც მფლობელობაში 5 ჰა-მდე ფართობის ვენახი/მრავალწლოვანი ნარგაობა აქვს,  რაიონებში არსებულ აგრომაღაზიებში 1 ჰა ფართობზე 65 ლარის ღირებულების პრეპარატების მიღება  შეეძლებათ. მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01.

 დაზარალებულ მოსახლეობაზე  სპილენძის შემცველი პრეპარატების გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი  სპეციალური სიებით მოხდება. 
მოსახლეობის ხელშეწყობისა და ზარალის რისკების შემცირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სექტემბრის თვიდან აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებებს განახორციელებს.  გაიზრდება სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსება და ნაცვლად 60 %-ისა,   სახელმწიფო  სადაზღვევო პრემიის  70 % დააფინანსებს.

"ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა,  სტიქიით შედეგად მიღებულმა ზარალმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აგროდაზღვევას ალტერნატივა არ აქვს. მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის  სამიინისტრო კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს აგროდაზღვევის პროგრამის სტიმულირებას და განვითარებას",-აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

სამინისიტრო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აქტიურად ჩაერთონ აგროდაზღვევის პროექტში, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემცირებაში. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics