07:43 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 17:57:29, 1305 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - უცხოური ინვესტორების მოსაზიდად აუცილებელია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემა

უცხოური ინვესტორების მოსაზიდად აუცილებელია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესმენებს სჭირდებათ იცოდნენ, რომ ინვესტიციას იმ ქვეყანაში ახორციელებენ, რომელსაც სანდო სასამართლო სისტემა აქვს.

„ნებისმიერი უცხოური ინვესტორისა და ბიზნესმენის მოსაზიდად ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ბიზნესმენებს სჭირდებათ იცოდნენ, რომ ისინი ინვესტიციას ახორციელებენ იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს სანდო სასამართლო სისტემა, რომ მათი დავები გადაწყვეტილი იქნება სამართლიანად და დროულად. ამის გარეშე, ინვესტორები საკუთარ ფულს სადმე სხვაგან ჩადებენ. ასე რომ, ეს არის მიზეზი, რატომაც მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის შესაქმნელად“ , - განცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics