2015-08-21 17:01:40, 637 ნახვა
საზოგადოება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტი და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
23 აგვისტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტი და ადგილობრივი მოსახლეობისათვის აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს ბათუმის N1 პოლიკლინიკის თერთმეტი სხვადსხვა პროფილის ექიმი.
მათივე ინფორმაციით, ჩატარდება უფასო კონსულტაციები და სამედიცინო კვლევები. აქციის ფარგლებში ნონოწმინდას ეწვევიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პარალელურად შეხვედრას გაიმართავენ ნინოწმინის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებთან. მედიკოსთა ტრანსპორტიტებასუზრუნველყოფს სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯია“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან