20:31 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 12:43:52, 1291 ნახვა

კომენტარი
იონათამიშვილი - სავსებით ლოგიკურია, რომ პრეზიდენტმა ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე საქმის კურსში ჩააყენა კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები

სავსებით ლოგიკურია, რომ პრეზიდენტმა ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე საქმის კურსში ჩააყენა კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის განცხადებას.

მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებაში ცალსახად ნათქვამი იყო, რომ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

„პრეზიდენტის განცხადებაში იყო ცალსახად ნათქვამი, რომ მან ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო იყო ის რეაქცია, რომელიც ამის შემდეგ ჰქონდა „ნაცკლასტერს“ და მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს, რომლებმაც მიზანმიმართულად დაიწყეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს ეს განცხადება გაცილებით ადრე იყო შეთანხმებული. ამ დროს, თავად პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე ჩააყენა საქმის კურსში კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები, რაც სავსებით ლოგიკური და ნორმალურია.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებამდე ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics