21:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 11:22:20, 1242 ნახვა

კომენტარი
ჭიაბერაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე - ველოდებით, რომ მოხდება საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების განხილვა და „ქართულ ოცნებას“ პასუხი მოეთხოვება

ველოდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მოეთხოვება პასუხი საქართველოში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, ამჟამად დოკუმენტის ძველი ვერსიაა გავრცელებული და უნდა მოხდეს საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების განხილვა.

„ევროპარლამენტის რეაქცია ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და სწორედ მათმა ძალისხმევამ გამოიწვია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უკან დახევა. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ თვითონ დოკუმენტის ირგვლივ, რომლის საკმაოდ ძველი ვერსიაა ამჟამად გავრცელებული, გაიმართება არსებითი განხილვა და „ქართულ ოცნებას“ მოეთხოვება დისკუსიის დროს და საბოლოო დოკუმენტშიც პასუხი იმაზე, რა მოვლენებიც საქართველოში ბოლოს განვითარდა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics