2015-08-21 13:06:55, 667 ნახვა
საზოგადოება
ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალებით ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სამსახურის მიერ მოითიბა სარეველა ბალახი, გაიწმინდა შინმოუსვლელთა მემორიალი, ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ხეების გადაბელვა და მწვანე საფარის მოვლა. შეიღება ელექტრო ბოძები.
დასუფთავდა ჯიხაშკარის ადმინისტრაციული შენობის ეზო და ცენტრალური ნაწილი. სოფელ ჯიხაშკარის მსგავსად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალებით ყველა ადმინისტრაციული ერთეული შესაბამისი სამსახურის მიერ კეთილმოეწყობა და უზრუნველყოფილი იქნება სოფლის მკვიდრებისთვის სასიამოვნო გარემო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან