|
2020-05-18 12:15:06, 1285 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი რურუას პატიმრობაში დატოვებაზე - რჩება კიდევ შესაძლებლობის ფანჯარა, სანამ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს
რჩება კიდევ შესაძლებლობის ფანჯარა სანამ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. სამადაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდეს და გამოუშვან გიორგი რურუა. „როგორც ვხედავთ, სასამართლომ დღეს დატოვა საპყრობილეში გიორგი რურუა. კიდევ ერთხელ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. როგორც ჩანს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩაშალოს 8 მარტის შეთანხმება იმიტომ, რომ ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა პირობა უნდა შესრულდეს, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ქვეყანაშ მოხდეს პოლიტიკური პროცესის შესაბამისად ნორმალიზაცია. რჩება კიდევ შესაძლებლობის ფანჯარა სანამ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და მინდა დღეს აქ მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან იმისთვის, რომ სასამართლომ შეძლოს მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც არის კანონიერი და გაათავისუფლოს გიორგი რურუა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)