|
2020-05-18 11:31:39, 1170 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ რურუა გათავისუფლდება საპყრობილედან, რათა მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს
„ჩვენი მოლოდინია, რომ რურუა გათავისუფლდება საპყრობილედან, რათა მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იგივე მოლოდინი აქვს საერთაშორისო პარტნიორებსსაც. „ჩვენი მოლოდინია, რომ გიორგი გათავისუფლდება საპყრობილედან იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და 8 მარტის შეთანხმება ჩაითვალოს შესრულებულად. ეს მოლოდინი აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ განცხადებები, რომელიც გაკეთდა სენატში, რომელიც გაკეთდა ევროპარლამენტში და მე მინდა, დღეს მოვუწოდო კიდევ ერთხელ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჩარევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში იმიტომ, რომ დღეს დამოუკიდებელმა სასამართლომ შეიძლება მხოლოდ ერთადერთი გადაწყვეტილება მიიღოს და ეს იქნებოდა სწორედ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)