04:52 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-16 13:44:40, 1848 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად განხორციელდება

საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად იქნება განხორციელებული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში წარმატებით განხორციელდება.

„თუ რომელიმე პარტია მაინც იკადრებს და მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებებს, ვფიქრობ, ეს მათი რეპუტაციისთვის, როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო დონეზე იქნება დამაზიანებელი. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ - ნუ გველაპარაკება ევროპულ სტანდარტებზე ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი  მოუწოდებს ოპოზიციას, დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი და შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

„მოვუწოდებ და ვურჩევ მათ, რომ დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, თორემ ამ ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად იქნება განხორციელებული", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics