|
2020-05-16 12:15:20, 2190 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძის განცხადებით, სენატორების წერილი ცხადყოფს, რომ საქართველო რაღაცა შავი სქემებით თანამშრომლობს ირანთან
„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სენატორების წერილი ცხადყოფს, რომ საქართველო რაღაცა შავი სქემებით თანამშრომლობს ირანთან. მისი თქმით, წერილში პირდპაირ არის მოხსენებული ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსეთის მთავარი საყრდენი დღეს საქართველოში „ესეთი რამ საქართველოსთან დაკავშირებით არ ყოფილა მიწერილი, მით უმეტეს, პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელზე და ვის მიერ? ერთი-ერთი ხელმომწერი არის 2016 წელს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ტედ კრუზი. შესაბამისად, ამ წერილს აქვს რამდენიმე საგანგაშო გზავნილი, პირველი, ინვესტიციები შეზღუდვა, ანუ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველო ეუბნევა უარს, ეს საგანგაშოა. საქართველო რაღაცა შავი სქემებით თანამშრომლობს ირანთან, ეს საგანგაშოა. მესამე, სამწუხაროდ პირდპაირ არის მოხსენებული ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსეთის მთავარი საყრდენი დღეს საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ ოთხმა სენატორმა, თედ კურზი, ჯონ კორნინი, ასევე კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეილ მალინი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, პომპეოს და წერენ, რომ საქართველოში შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული საქმიანობა საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხს. წერილში ყურადღება გამახვილებულია საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილის კავშირზე ირანთან და რუსეთთან. სენატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში შეფერხებით მიმდინარეობს აშშ-ს ინვესტიციების განხორციელება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)