03:41 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-16 09:41:30, 1901 ნახვა

პოლიტიკა
სენატორები რიში და შაჰინი - ველოდებით საარჩევნო რეფორმის გატარებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას

აშშ-ს სენატორებმა ჯიმ რიშმა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეინ შაჰინმა გაავრცელეს განცხადება მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა ორი პოლიტპატიმრის განთავისუფლების შესახებ განკარგულება.

ასევე მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელიან საარჩევნო რეფორმის გატარებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას.

„ჩვენ მივესალმებით ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას შეწყალებას და იმას, რომ გაათავისუფლეს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციაში, რომელიც შეცვლის საქართველოს საარჩევნო სისტემას და შეწყვეტს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში. დღევანდელი გამოცემები მძლავრ სიგნალს უგზავნის ყველა მათ, ვინც იმუშავა და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომ შესაძლებელია და მიღწეული იქნება პროგრესი.

ჩვენ მოუთმენლად ველით საარჩევნო სისტემაში შეთანხმებულ ცვლილებებს, როდესაც მომდევნო კვირებში საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება მუშაობას, ასევე ბატონი გიორგი რურუას, მედიის მფლობელის განთავისუფლებას, რომელიც დეკემბერში დააპატიმრეს“, - წერს სენატორი რიში "ტვიტერზე"





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics