|
2020-05-15 21:45:11, 1847 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზება არის ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მეირ დადებული 8 მარტის შეთანხმებაში გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ საუბარი არ ყოფილა. ა მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზება არის ზუსტად ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. „ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს არის ტყუილი. 8 მარტის შეთანხმებით, ჩვენ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებდა საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩამოყალიბებისთვის და მეორე, ითვალისწინებდა მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზებას. მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზება არის ზუსტად ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ეს არის ტყუილი, ეს არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)