03:40 - 26 Jul, 2026
|
2020-05-15 13:23:10, 1371 ნახვა
პოლიტიკა
,,ლელო საქართველოსთვის’’ მიმართავს სუსს გააკეთოს განმარტება, ბელგიაში იანიკ კალანტარიანის საპატიო კონსულად დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიაში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის - სერგეი ლავროვის ნათესავი იანიკ კალანტარიანი, რომელიც ამავდროულად გახლავთ ბელგია-სომხეთის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ განაცხადა. ,,პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააკეთოს განმარტება იანიკ კალანტარიანის საპატიო კონსულად დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით, ასევე უარყოს, ან დაადასტუროს ა.წ. 14 მაისს ,,კავკაზ პლიუსში’’ გამოქვეყნებული ფაქტების სისწორე’’, - განაცხადა ლანა გალდავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)