|
2020-05-14 17:36:53, 1227 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროპისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაა
პრეზიდენტებმა საქართველოსა და ფინეთში კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობაზე და დისტანციური განათლების სისტემებზე ისაუბრეს, რადგან კრიზისულ ვითარებაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობის შექმნის შესაძლებლობა ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველოს პრეზიდენტმა ფინელ კოლეგას ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში საქართველოს და ფინეთს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდებათ. საქართველოს პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ასევე იმ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც საქართველოში ლუგარის სახელობის ცენტრს უკავშირდება. პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კრიზისი საქართველოსათვის ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროპისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)