|
2020-05-14 14:42:21, 1362 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი - ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული განცდა, რომ ხელისუფლება არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას
ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული განცდა, რომ ხელისუფლება არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 500-მილიონიანი დახმარების პაკეტი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თანხაა. „ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული განცდა, რომ ხელისუფლება არ ასრულებს იმ პირობას, რაც დადო 8 მარტს და რასაც მოაწერა ხელი. გუშინ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 500 მილიონიანი დახმარების პაკეტის ბედი. ეს არის მილიარდ ნახევარი ევრო საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა. ეს არ არის კრედიტი, ეს არ არის ვალი, ეს არის ნაჩუქარი თანხა და არ შეიძლება, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იყოს ასეთი დამოკიდებულება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)