|
2020-05-13 12:16:08, 1315 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე მოითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 8 მარტს შეთანხმებასთან დაკავშირებით
იუსტიციის უმღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მოითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 8 მარტს შეთანხმებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საბჭომ ახლა მაინც უნდა დააფიქსიროს პოზიცია მაშინ, როცა „ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა დაადასტურეს, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში პოლიტიზირებულია, წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა სასამართლოს დამოუკიდებლობის და დეპოლიტიზაციის“. „მე მოვითხოვ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსიროს, თუნდაც 2 თვის შემდეგ, პოზიცია, როგორც ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ამ შეთანხმებასთან მიმართებაში. მეორე, გამობრძანდეს და წარმოადგინოს ხედვა და რეფორმის გეგმა. მაშინ, როდესაც დადასტურდა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებამ და მისმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა დაადასტურეს, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში პოლიტიზირებულია, წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა სასამართლოს დამოუკიდებლობის და დეპოლიტიზაციის. მათ შორის, ის გეგმა, რომელიც ამ შეთანხმებაში არის მოხსენებული“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)